შესახებ PALFINGER

„პალფინგერ ჯორგია“ წარმოადგენს მსოფლიო ბაზარზე ლიდერი ამწე მანიპულატორების ავსტრიული კომპანია “PALFINGER”-ის წარმომადგენლობას საქართველოში 2019 წლიდან.
Palfinger-ის კორპორატიულ სტრატეგიას წარმოადგენს ინოვაციების და მოწინავე ტექნოლგიების დანერგვა, წარმოების დივერსიფიკაცია და ინტერნაციონალიზაცია. აღნიშნულს კი საფუძვლად უდევს - მომხმარებელების კმაყოფილება და მათი წარმატებული საქმიანობა.
ჩვენი კომპანიის ხედვა: „ჩვენთვის საკმარისი, მხოლოდ საუკეთესოა“
ჩვენი კომპანიის ღირებულებები: ეფექტურობა, სანდოობა და ინოვაციები!

პალფინგერ ჯორჯია გთავაზობთ ამწე-მანიპულატორებთან დაკავშირებით ნებისმიერ საგარანტიო მომსახურებას, როგორიცაა:
• ამწე-მანიპულატორის მონტაჟი/დემონტაჟი;
• სრული რესტავრაცია;
• ყოველთვიური დათვალიერება და დიაგნოსტიკა;
• ჰიდრავლიკური სისტემის ნებისმიერი დაზიანების აღმოფხვრა;
• ადგილზე მომსახურება;
• ტრეინინგები მომხმარებლებისთვის.

THE BRAND VALUES

ეფექტურობა

PALFINGER-ის პროდუქცია გვთავაზობს ფასის და ხარისხის შესანიშნავ თანაფარდობას. მაღალი პროდუქტიულობა, გამოყენების სიმარტივე, სერვისის ქსელთან მჭიდრო კავშირი, ისევე როგორც მაღალი ღირებულება გადაყიდვის შემთხვევაში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე PALFINGER-ის პროდუქციაში განხორციელებული ინვესტიცია მისი გამოყენების პერიოდში.

სანდოობა

პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და სიძლიერე, გამძლე კომპონენტები და გამორჩეული ოსტატობა, საიმედო სერვისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე კომპანიის სტაბილურობა და სიძლიერე PALFINGER-ს აქცევს სანდო პარტნიორად პროფესიონალებისთვის.

ინოვაცია

PALFINGER მიისწრაფვის იყოს ლიდერი ინოვაციის მიმართულებით. წარსულში, ნოვატორული აღმოჩენებმა რევოლუცია მოახდინა პროდუქტებში, ხოლო მომავალში, PALFINGER-ის ინტელექტუალური სისტემის გადაწყვეტილებები და უნიკალური ფუნქციონირება ასევე განავითარებს ინდუსტრიას და ახალ პროდუქტებს.